იურიდიული მომსახურება სხვადასხვა მიმართულებით
გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ამ ეტაპზე წარმოგიდგენთ ადვოკატ დავით მეზვრიშვილს, სამოქალაქო – ადმინისტრაციული სპეციალიზაციის მიმართულებით.
მას აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება როგორც საჯარო სამსახურში, ასევე საადვოკატო საქმიანობაში:

2007–2018 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სხვადასხვა პოზიციებზე და მინიჭებული აქვს იუსტიციის უმცროსი მრჩეველის წოდება;

2018 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას და წარმოადგენს იურიდიული კომპანია „ლიგალ კომპანის“ დამფუძნებელ პარტნიორს.
ასევე, იგი არის:

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორანტი;
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

საკონტაქტო ინფორმაცია:
+995 555 80 50 00
chaklovaoffice@gmail.com
Made on
Tilda